სატესტო რეჟიმი — საიტი განვითარების ეტაპზეა კონტენტის უზუსტობები ეტაპობრივად გამოსწორდება

დაცული ტერიტორიები

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში. კოლხეთის დაცული ტერიტორიების ნაწილი. ფართობი 44 980 ჰა, საიდანაც 29 229 ჰა სახმელეთო ფართობია, 15 751 ჰა კი — შავი ზღვის აკვატორია. დაარსდა 1999 წელს. მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნ...

44500.00 km² national_park
კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში. კოლხეთის დაცული ტერიტორიების ნაწილი. ფართობი 44 980 ჰა, საიდანაც 29 229 ჰა სახმელეთო ფართობია, 15 751 ჰა კი — შავი ზღვის აკვატორია. დაარსდა 1999 წელს. მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნაბადისა და ჭურიის უბნის მიმდებარე აკვატორიის ნაწილს და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. გამოირჩევა ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები.