სატესტო რეჟიმი — საიტი განვითარების ეტაპზეა კონტენტის უზუსტობები ეტაპობრივად გამოსწორდება
ქალაქები
კახეთი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხი

ლაგოდეხი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობი...

აღწერა

ლაგოდეხი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ. წნორიდან 38 კმ. ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,6 °C, იანვარში 0,9 °C, აგვისტოში 24 °C. აბსოლუტური მინიმალური –23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1080 მმ წელიწადში. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია.

გალერეა

მთავარი მონაცემები

ბუნების ძეგლები

შავი ტბა

შავი ტბა (კახეთი რეგიონში) — ვიზიტის რჩევები, აღწერა და საუკეთესო დრო მოგზაურობი...