სატესტო რეჟიმი — საიტი განვითარების ეტაპზეა კონტენტის უზუსტობები ეტაპობრივად გამოსწორდება
პრომეთეს მღვიმე
მღვიმე და გამოქვაბული

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე, წყალტუბოს მღვიმე, ყუმისთავის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, წყალტუბოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კმ-ში, ქვილიშორისა და ყუმისთავის ტერიტორიებზე. მდებარეობს წყალტუბოს მასივზე, ყუმის ვოკლუზების ჩრდილო-აღმოსავლეთით 0,5 კმ-ში. სუბჰორიზო...

პრომეთეს მღვიმე, წყალტუბოს მღვიმე, ყუმისთავის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, წყალტუბოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კმ-ში, ქვილიშორისა და ყუმისთავის ტერიტორიებზე. მდებარეობს წყალტუბოს მასივზე, ყუმის ვოკლუზების ჩრდილო-აღმოსავლეთით 0,5 კმ-ში. სუბჰორიზონტული, დერეფნული ტიპის სიღრუეა. აქვს სამი შესასვლელი: ერთი მდებარეობს მშრალი ხეობის ფსკერზე, ზღვის დონიდან 147 მ სიმაღლეზე, მე-2 იხსნება 160 მ-ზე, ხოლო მე-3 ყუმის ვოკლუზიდან სიფონური ტბების ჯაჭვის გავლით, 125 მ-ზე. მღვიმეში შეღწევა შესაძლებელია აგრეთვე ღლიანას მღვიმიდანაც, 200 მ-იანი წყლიანი ტალანის გავლით.

გალერეა

მთავარი მონაცემები

ასევე მოინახულეთ

სათაფლიის მღვიმე
მღვიმე და გამოქვაბული
იმერეთი