ვარძია
ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ერუშეთის მთის ფერდობზე. კომპლექსის მშენებლობა XII საუკუნეში, გიორგი III-ის დროს დაიწყო და თამარ მეფის მმართველობისას დასრულდა. აქ რამდენიმე ასეული გამოქვაბული, სატრაპეზო, სამარაგო და საცხოვრებელი სათავსია...
ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ერუშეთის მთის ფერდობზე. კომპლექსის მშენებლობა XII საუკუნეში, გიორგი III-ის დროს დაიწყო და თამარ მეფის მმართველობისას დასრულდა. აქ რამდენიმე ასეული გამოქვაბული, სატრაპეზო, სამარაგო და საცხოვრებელი სათავსია, კლდეში ნაკვეთი გვირაბებით დაკავშირებული.
ცენტრალური ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი XII საუკუნის უნიკალურ ფრესკებს ინახავს, მათ შორის თამარ მეფის ერთ-ერთ თანადროულ პორტრეტს. 1283 წლის მიწისძვრამ კომპლექსის ნაწილი დააზიანა, თუმცა ვარძია დღემდე მოქმედი მონასტერი და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
მთავარი მონაცემები
- რეგიონები სამცხე-ჯავახეთი
- მუნიციპალიტეტები ასპინძის მუნიციპალიტეტი
- ქალაქები ასპინძა
- სიმაღლე 1300 m
- ქვეტიპი monastery
ასევე მოინახულეთ