ალავერდი
ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი ალაზნის ველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სამონასტრო ცხოვრება აქ VI საუკუნეში, იოსებ ალავერდელის დროს დაიწყო, ხოლო დღევანდელი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში, კახეთის მეფე კვირიკე III-ის დროს აშენდა.
დაახლოებით 50 მეტრი სიმაღლის ტაძარი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საეკლესიო ნაგებობა იყო. მონასტერში დღემდე გრძელდება მევენახეობისა და ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია.
მთავარი მონაცემები
- რეგიონები კახეთი
- მუნიციპალიტეტები ახმეტის მუნიციპალიტეტი
- ქალაქები ახმეტა
- ქვეტიპი church