სოფლები / დაბები
მცხეთა-მთიანეთი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სოფელი
გერგეტი
აღწერა
გერგეთი, ორწვერი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — ჩხერის სათავეში. მდინარე ჩხერის აუზში ფართობით ყველაზე დიდი მყინვარია. მისი ფართობი 6,00 კმ², ხოლო სიგრძე 8,92 კილომეტრია. მაღალი თოვლიანი ქედებით გარშემორტყმული ფირნის აუზი მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 3900 მ-ზე. მყინვარებს გერგეთსა და დევდარაკს გააჩნიათ საერთო ყინულგამყოფი, ამიტომ იმ მყინვარების ფართობი, რომლებიც იწყებიან ყაზბეგ-მაილის მყინვარულ პლატოზე, განისაზღვრება მიახლოებით.
მთავარი მონაცემები
- რეგიონები მცხეთა-მთიანეთი
- მუნიციპალიტეტები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
- სოფელი / დაბა სოფელი
- ეკლესია მონასტრები 4
- ბუნების ძეგლები 3