ქალაქები
კახეთი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხი

შენახვა

აღწერა

ლაგოდეხი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ. წნორიდან 38 კმ. ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,6 °C, იანვარში 0,9 °C, აგვისტოში 24 °C. აბსოლუტური მინიმალური –23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1080 მმ წელიწადში. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია.

გალერეა

მთავარი მონაცემები

ეკლესია მონასტრები

ლაგოდეხის წმ. ბარბარეს მონასტერი

ლაგოდეხის წმ. ბარბარეს მონასტერი — მამათა მონასტერი ქ. ლაგოდეხი. თანამედროვე სამ...

ლაგოდეხის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი

ლაგოდეხის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი — მამათა მონასტერი ქ. ლაგოდეხი. თ...

ბუნების ძეგლები

შავი ტბა

შავი ტბა (კახეთი რეგიონში) — ვიზიტის რჩევები, აღწერა და საუკეთესო დრო მოგზაურობი...