მოწამეთა
მოწამეთის მონასტერი ქუთაისთან, მდინარე წყალწითელას ხეობის თავზე, კლდოვან კონცხზე დგას. მონასტერი VIII საუკუნის წმინდა მოწამე ძმების — დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს ატარებს, რომელთა ნეშტი აქვეა დაბრძანებული.
ხეობის თვალწარმტაცი ხედებით გარშემორტყმული მოწამეთა გელათის მონასტერთან ერთად იმერეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამომლოცველო და ტურისტული ადგილია.
მთავარი მონაცემები
- რეგიონები იმერეთი
- მუნიციპალიტეტები ქუთაისის მუნიციპალიტეტი
- ქალაქები ქუთაისი
- ქვეტიპი monastery