დაცული ტერიტორიები

თუშეთის ეროვნული პარკი

შენახვა

თუშეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კავკასიონზე. მდებარეობს თუშეთის ქვაბულში, ზღვის დონიდან 900-4492 მ სიმაღლეზე. მისი ფართობია 71 341 ჰექტარი. იგი დაარსდა 2003 წელს. თუშეთის ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები – არყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, მდგნალი.

83600.00 km² national_park
თუშეთის ეროვნული პარკი