ვარძია

ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ერუშეთის მთის ფერდობზე. კომპლექსის მშენებლობა XII საუკუნეში, გიორგი III-ის დროს დაიწყო და თამარ მეფის მმართველობისას დასრულდა. აქ რამდენიმე ასეული გამოქვაბული, სატრაპეზო, სამარაგო და საცხოვრებელი სათავსია, კლდეში ნაკვეთი გვირაბებით დაკავშირებული.

ცენტრალური ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი XII საუკუნის უნიკალურ ფრესკებს ინახავს, მათ შორის თამარ მეფის ერთ-ერთ თანადროულ პორტრეტს. 1283 წლის მიწისძვრამ კომპლექსის ნაწილი დააზიანა, თუმცა ვარძია დღემდე მოქმედი მონასტერი და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

გალერეა

მთავარი მონაცემები

ასევე მოინახულეთ

ახალქალაქის წმ. სამების მონასტერი
ეკლესია მონასტრები
სამცხე-ჯავახეთი
ნინოწმინდის ღვთისმშობლის ხარების მონასტერი
ეკლესია მონასტრები
სამცხე-ჯავახეთი
ფოკის წმ. ნინოს დედათა მონასტერი
ეკლესია მონასტრები
სამცხე-ჯავახეთი
ფოკის წმ. ნინოს მამათა მონასტერი
ეკლესია მონასტრები
სამცხე-ჯავახეთი